რუსეთში კორონავირუსის ახალი ანტირეკორდებია

25 ოქტომბერი 2021, 13:43 731 ნახვა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-მა  კიდევ ათასზე მეტი  პაციენტი იმსხვერპლა.

ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა  231  ათას  669 -მდე გაიზარდა.  ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 37 ათას 930-ით გაიზარდა და 8 მილიონ  279 ათას 573-ს მიაღწია.

გარდაცვალებისა და გამოვლენილი ახალი შემთხვევების მიხედვით, ორივე მაჩვენებელი რეკორდული გახდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში