სააკაშვილს ადვოკატები ხვდებიან 

25 ოქტომბერი 2021, 14:46 667 ნახვა

,,ქართული ოცნება“  მიხეილ სააკშვილის სიცოცხლით მანიპულირებს, მიაჩნიათ ქვეყნის  მესამე პრეზიდენტის ადვოკატებს. არგუმენტს კი ის გარემოებაც  უმყარებთ,  რომ ერთ-ერთი   გავლენიანი ექიმი, რომელიც კონსილიუმის წევრი იყო, მედიკოსთა ჯგუფს ეთიშება.

უსაფრთხოების გარემოების გათვალისწინებით, გლდანის მეთვრამეტე დაწესებულების კლინიკაში გადაყვანაზე ისევ   უარს ამბობენ, ითხოვენ კერძო  და თანაც მრავალპროფილურ კლინიკაში  ჰოსპიტალიზაციას.

არადა, იუსტიციის მინისტრი ირწმუნება, რომ  მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მართვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ხოლო  თუ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო მეთვრამეტე  სამკურნალო დაწესებულებაში  გადაიყვანენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში