ნინო სალუქვაძეს საერთშორისო ფედერაციამ სპეციალური ჯილდო გადასცა

25 ოქტომბერი 2021, 22:47 1531 ნახვა

სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელს, ცხრა ოლიმპიადის მონაწილეს, ლეგენდარულ ნინო სალუქვაძეს სროლის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ლისინმა სპეციალური ჯილდო გადასცა კვიპროსში ევროპის სროლის კონფედერაციის არჩევნები გაიმართა, სადაც იმყოფებოდნენ სეოკ-ის და სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე და სროლის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თამაზ იმნაიშვილი.

კონფედერაციის ახალ პრეზიდენტად ალექსანდრე რატნერი აირჩიეს.

გამოსამშვიდობებელ საღამოზე ლეგენდარულ ოლიმპიურ ჩემპიონს ნინო სალუქვაძეს ცხრა ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის და აბსოლუტური რეკორდისთვის სპეციალური ჯილდო სროლის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ლისინმა გადასცა.

ეროვნულ ფედერაციაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა თამაზ იმნაიშვილს. საქართველოში სროლის სახეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ასევე დაჯილდოვდა საქართველოს სროლის სახეობათა ფედერაცია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში