საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი არ დაფიქსირებულა - ამირან გამყრელიძე

26 ოქტომბერი 2021, 10:53 881 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის  განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი არ დაფიქსირებულა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ახალი შტამი, რომელიც ცირკულირებს გაერთიანებულ სამეფოში და უკვე გამოჩნდა რიგ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რუსეთში, საყურადღებოა.

"ჯერჯერობით ჩვენთან აღნიშნული ახალი შტამი ლაბორატორიული კვლევებით არ დაფიქსირებულა. ისიც დელტას ახალი ნაირსახეობაა, ,,დელტა პლუსი'', თუმცა ის სხვა გენეტიკური ვარიანტია"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში