სააკაშვილი კერძო კლინიკაში ისევ არ გადაყავთ - ადვოკატები

26 ოქტომბერი 2021, 14:50 741 ნახვა

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ მედიკოსები უკრაინიდან და ჰოლანდიიდან ჩამოდიან.

სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მისი ადვოკატი გიორგი გელხაური ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თუმცა სისუსტე ყოველდღიურად მატულობს. ის აბსურდულს უწოდებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას.

ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიყვანენ კერძო კლინიკაში, თუ ქირურგიული ჩარევა დასჭირდება კერძო კლინიკაში.

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილთან ნაციონალური მოძრაობის წევრი კობა ნაყოფიაა შესული.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში