"დინამომ" წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა მარცხით დაიწყო

26 ოქტომბერი 2021, 23:13 1168 ნახვა

წყალბურთის კლუბმა თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი მარცხით დაიწყო.

თბილისელები პირველ ტურში საბერძნეთში "ოლიმპიაკოსს" ესტუმრნენ და 11 ბურთიანი სხვაობით 20-9 დამარცხდნენ.

ბერძნები ყველა პერიოდში აქტიურები იყვნენ, განსაკუთრებული უპირატესობა ბოლო მეოთხედში ჰქონდათ როცა ტაიმი 7-2 მოიგეს.

წყალბურთის კლუბი თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მესამე სეზონია ასპარეზობს.

მეორე ტურის მატჩი "დინამოს" 9 ნოემბერს გასვლაზე ხორვატიაში "იარდანის" წინააღმდეგ ელოდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში