ბათუმელი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე 80 000-იანი ტურნირის მეოთხედფინალშია

27 ოქტომბერი 2021, 10:39 1126 ნახვა

საფრანგეთის ქალაქ პუატიეში წყვილთა შორის 80 000-იანი ტურნირი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას ქართველი ჩოგბურთელი, ბათუმელი მარიამ ბოლქვაძე იღებს.

მარიამი სამანტა მარეისთან ერთად ასპარეზობს. მარეი-ბოლქვაძის წყვილი ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთო და პირველი შეხვედრა არინა გარბიელა ვასილესკუსა და ანა გაბრიჩის დუეტის წინააღმდეგ გამართა.

მატჩი ბოლქვაძისა და მარეის გამარჯვებით  - 6:2, 6:7, 10:6 დასრულდა. ბოლქვაძე და მარეი მეოთხედფინალში იასპარეზებენ, მათი მეტოქე ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი კაშინო-როსატელოს წყვილი იქნება. მატჩი 29 ოქტომბერს გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში