ჯანმო - პანდემია შორსაა დასრულებისგან

27 ოქტომბერი 2021, 11:40 1047 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებით, კოვიდ-19-ის კრიზისი დასრულებისგან შორს არის.

„იმის მიუხედავად, რომ პროგრესს მივაღწიეთ ვაქცინებისა და სამკურნალო საშუალებების გამოყენების გაზრდის გზით, არსებული სიტუაციის ანალიზი და პროგნოზირება იმაზე მიუთითებს, რომ პანდემია დასრულებისგან შორს არის“, - აცხადებენ მსოფლიო ეპიდემიოლოგები. ჯანმო-ს მონაცემებით, გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევები 4%-ით, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რეგიონში უკვე მეოთხე კვირაა დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში