ბათუმის საკალათბურთო კლუბმა ჩემპიონი ''რუსთავი'' დაამარცხა

27 ოქტომბერი 2021, 22:25 1352 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო კლუბმა სუპერლიგის ახალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონი "რუსთავი" დაამარცხა. მესამე ტურის შეხვედრაში "ბათუმმა" საკუთარ კედლებში მოქმედ ჩემპიონს 19 ქულიანი სხვაობით 96:77 მოუგო.

ყველა მეოთხედი მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრაში ყველაზე მეტი 25 ქულა ‘’ბათუმის’’ წევრმა აიზეა ტრეილორმა ჩააგდო. მოხსნებში საუკეთესო ასევე ბათუმელი ბექა ბექაური იყო, რომელმაც 12 მოხსნა განახორციელა.

ამ დროისთვის ბათუმის საკალათბურთო კლუბს 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. შემდეგი შეხვედრა ბერიშვილის გაწვრთნილ "ბათუმს" 5 ნოემბერს გასვლაზე ქუთაისში ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ ელოდება.

კოვიდ-უსაფრთხოების მიზნით, სუპერლიგის თამაშები მაყურებლების გარეშე ტარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში