თოვლმა პრობლემები შექმნა

03 დეკემბერი 2016, 00:00 4762 ნახვა

კვლავ ინტენსიურად თოვს მაღალმთიან აჭარაში, რამაც  ენერგომომარაგების კუთხით პრობლემები შექმნა. შუქის მიწოდება შეუწყდა შუახევისა და ხულოს მოსახლეობის ნაწილს.  “ენერგო პრო- ჯორჯიას”  ინფორმაციით, დაზიანებული სადენების აღდგენა უკვე  დაწყებულია და შეფერხება მალე აღმოიფხვრება.  ამ დროისთვის თოვლის საფარის სიმაღლე მაღალი ზონის  სოფლებში 20 სმ-ს აჭარბებს,   გოდერძის უღელტეხილზე  კი  40  სანტიმეტრამდე  თოვლია.

ამავე კატეგორიაში