ბასილაშვილი ვენის ტურნირის მერვედფინალში დამარცხდა

28 ოქტომბერი 2021, 09:45 818 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალიდან გამოეთიშა ვენის ტურნირს. მსოფლიოს რეიტინგში ოცდამეხუთე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანთან, იტალიელ მატეო ბერეტინისთან დამარცხდა.

სამსეტიანი შეხვედრის პირველი სეტი ბასილაშვილმა მოიგო ტაიბრეიკით. მეორე და მესამე სეტებში კი მხოლოდ ხუთი ქულა აიღო - 2:6, 3:6.მატჩი ჯამში 2 საათსა და 10 წუთს გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში