საბერძნეთში 300-მდე ოჯახმა საცხოვრებელი სახლები მიატოვა

28 ოქტომბერი 2021, 09:46 1136 ნახვა

სოფელი როპოტო საბერძნეთში, სადაც წლების წინ 300 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა სრულიად ცარიელია და დარჩენილი შენობები მიწაში ნელ-ნელა ჩადის.

როგორც გრეკ რეპორტერი წერს, ოდესღაც სოფელში 300 ოჯახი ცხოვრობდა, 2012 წელს კი როპოტოში მეწყერი ჩამოწვა და სტიქიას გადარჩენილმა მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლები სამუდამოდ დატოვა. სოფლის ყოფილი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ სახელმწიფო არ დახმარებია და იძულებით გადაადგილებულებისთვის არც ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები შეუთავაზებიათ.

უფრო მეტიც, მათი ნაწილი ამბობს, რომ ჯერ კიდევ იხდიან ქონების გადასახადს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში