სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, რომ მოეხდინა რევოლუცია, გადატრიალება და ბინძური პროვოკაცია - პრემიერი

28 ოქტომბერი 2021, 14:42 956 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ მოეხდინა რევოლუცია, გადატრიალება და ბინძური პროვოკაცია.

''რაც შეეხება სააკაშვილის მასკარადს და თეატრს, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ შოუ, რომელიც დადგა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ რაიმენაირად გადასულიყო კერძო კლინიკაში. 

სააკაშვილი საქართველოში ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ მოეხდინა რევოლუცია, გადატრიალება და ბინძური პროვოკაცია, რაც მას ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის რამდენიმე ადამიანის მკვლელობა. 

რაც შეეხება თქვენს რეპლიკას ჩაგვბარდა კი არა, ჩვენ დავიჭირეთ ის'' - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში