საქართველოში კორონავირუსის 3965 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი

29 ოქტომბერი 2021, 10:55 1008 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3965 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 4327 პაციენტი, გარდაიცვალა 43.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 513 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30 303, „პისიარ“ ტესტით – 18 210.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 8,17%, ბოლო 14 დღის – 8,94%, ბოლო 7 დღის – 8,87%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 711 255 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 652 505 გამოჯანმრთელდა, 9 961 კი, გარდაიცვალა.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 416 შემთხვევა, აჭარა – 161, იმერეთი – 753, ქვემო ქართლი – 325, შიდა ქართლი – 290, გურია – 115, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 271, კახეთი – 427, მცხეთა-მთიანეთი – 78, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 34.

სულ ჩატარდა 1 970 109 აცრა, დღიურად აცრილია 4 023.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში