დარწმუნებული ვარ, ახლადარჩეული მერები გააგრძელებენ მუნიციპალიტეტებზე ზრუნვას იმ ძალიან კომპეტენტურ გუნდთან ერთად რომელიც იქ დახვდათ - თორნიკე რიჟვაძემ

29 ოქტომბერი 2021, 11:48 1409 ნახვა

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები გააგრძელებენ მუნიციპალიტეტებზე, ხალხზე ზრუნვას - ასე მიესალმა დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ახალარჩეულ მერებს. 

აჭარის მთავრობის სხდომას, დღეს, ახალარჩეული მერები ესწრებოდნენ. თორნიკე რიჟვაძემ მათ გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მთავრობის მომდევნო სხდომაზე ბათუმელებისა და ხელვაჩაურელების მხარდაჭერით არჩეული მერები შემოუერთდებიან მთავრობის სხდომას.

მთავრობის თავმჯდომარემ მოქალაქეებს ხვალინდელ არჩევნებზე აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"ხვალ არჩევნებია, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ, აჭარის 4 მუნიციპალიტეტში პირველი ტურში შევძელით, მიგვეღწია დამაჯერებელ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ იქნება მაღალი აქტივობა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. განსაკუთრებით ვთხოვ მხარდაჭერას თითოეულ ბათუმელს, ხელვაჩაურელს ნუ დაიზარებთ, რომ გაგრძელდეს მშვიდობიანი, საქმეზე და მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობა"- განაცხადა თორნიკე რიჟაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში