ცვლილებები საუბნო საარჩევნო კომისიებში

29 ოქტომბერი 2021, 17:52 763 ნახვა

ხვალ,ქვეყნის მასშტაბით  20 მუნიციპალიტეტს შორის ერთ-ერთი იქნება ბათუმი, სადაც ქალაქის მერს აირჩევენ. შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე საათი რჩება არჩევნების მეორე ტურამდე, საარჩევნო უბნებზე კი სამზადისი ჯერ ისევ გრძელდება. ვნახეთ საპირისპირო ფაქტიც, და უფრო მეტიც, კანონდარღვევაც- ქალაქში ერთ-ერთი საარჩვენო უბანი დაკეტილი იყო. მეორე ტურზე ბათუმის და არა მარტო ზღვისპირა ქალაქის ამომრჩევლები ხმას განსხვავებულ გარემოში მისცემენ. როგორც ცესკოში თქვეს, შეიცვალა ვიდეოფიქსაციასთან დაკავშირებული წესი, კონკრეტულად კი ხმების დათვლის  ნაწილში. ცვლილებებით კი საარჩევნო ადმინისრაციის განმარტებით, მანიპულაციების რისკებს აზღვევენ. თუმცა მხოლოდ  ეს არ იქნება  ერთადერთი ცვლილება. საარჩევნო უბნებზე შეიცვალა კომისიის წევრთა შემადგენლობაც. ბათუმის ოლქში გვითხრეს, რომ საუბნო სარჩევნო კომისიის წევრები საკუთარი სურვილით გამოეთიშნენ პროცესს, პარტიებში კი სხვა მოცემულობაზე საუბრობენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში