საარჩევნო უბნების მზადება ხულოში

29 ოქტომბერი 2021, 20:07 808 ნახვა

მეორე ტურამდე რამდენიმე საათით ადრე სამზადისი დასრულებულია მაღალმთიანი აჭარის საარჩევნო უბნებზე. ხულოში მაჟორიტარი ორ ოლქში უნდა აირჩიონ. ხულოს 84-ე ოლქში ათი საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველს  დაბაში არჩევანის გაკეთება ენმ-ს კანდიდატ ლევან მახარაძესა და  პარტია გახარია საქართველოსთვის  კანდიდატ ირაკლი ბოლქვაძეს შორის მოუწევს. რაც შეეხება  დეკანაშვილების თემს  აქ  ერთმანეთს  მმართველი გუნდიდან  ნადიმ დეკანაძე და ენმ-დან  თენგიზ შანთაძე  დაუპირისპირდებიან.  კენჭისყრის უბნებზე  5513 ამომრჩეველია რეგისტრირებული,მათგან 950 მოქალაქე დაბაში, ხოლო 4 563 დეკანაშვილების საარჩევნო უბნებზე.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში