არჩევნები 2021 - მეორე ტური

30 ოქტომბერი 2021, 10:26 690 ნახვა

არჩევნების მეორე ტურისთვის ქედაში ხუთი საარჩევნო უბანი გაიხსნა. მეორე ტური ქედაში მხოლოდ დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში ტარდება. ამომრჩეველმა ახლა არჩევანი ორ მაჟორიტარს, ნაციონალური მოძრაობიდან ევგენ ცინცაძესა და ქართული ოცნებიდან- ოთარ ხარაძეს შორის უნდა გააკეთოს. 

შესაბამისად ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: დანდალოში, გოგიაშვილებში, მოსიაშვილებში, ჯალაბაშვილებსა და ხარაულაში არჩევნებისთვის ხუთი უბანი დილის 7 საათზე გაიხსნა. ქედის #80 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ხუთივე უბანში კომისიის წევრების სრული შემადგენლობა იყო და პროცედურებთან დაკავშირებით, რაიმე საჩივარი არ დაწერილა. თვითმართველობის მეორე ტურზე, დანდალოში,  1922  ამომრჩეველია რეგისტრირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში