მეორე ტურის პირველადი შედეგები 

31 ოქტომბერი 2021, 16:33 1113 ნახვა

არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა. თუმცა, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს შესაძლოა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საბოლოო შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.

ISFED-ის თქმით, არჩევნების დღეს გამოვლენილმა დარღვევებმა მთლიანობაში დააზიანა საზოგადოების ნდობა არჩევნების მიმართ.დღის მანძილზე სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა გამოავლინეს სხვადასხვა ტიპის დარღვევათა ძირითადი ტენდენციები. ხშირი იყო პირთა მიერ ხმის მიცემაში განმეორებით მონაწილეობისა და მარკირების შემოწმების/გაკეთების პროცედურების დარღვევების ფაქტები.ISFED-მა ასევე დააფიქსირა ამომრჩეველთა სიებთან და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული არაერთი დარღვევა. დღის განმავლობაში არაერთ უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფისა და მათზე ზეწოლის შემთხვევებს. 

რაც შეეხება ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესს, ორგანიზაციას ამ მხრივ მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოუვლენია. თუმცა, დაფიქსირდა ბიულეტენების  არასწორად ან/და სავარაუდოდ მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში