აჭარაში კორონავირუსის 154 ახალი შემთხვევა დადასტურდა

30 ოქტომბერი 2021, 11:07 841 ნახვა

30 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 154 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 50 707 საიდანაც: 6 377 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში 522. მძიმე პაციენტია 132, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 42 პირი. 

1 086 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 682 - თბილისში, 188 - აჭარაში.

43 244 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 5.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 404 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში