არჩევნები 2021 - მეორე ტური

30 ოქტომბერი 2021, 10:08 712 ნახვა

პირველი ამომრჩეველი ზუსტად რვა საათზე დაფიქსირდა ხულოს პირველ საარჩევნო უბანზე. საარჩევნო პროცესი აქ დარღვევების გარეშე დაიწყო. უბანზე სულ 950 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ხულოში მეორე ტური მხოლოდ ორ სამაჟორიტარო ოლქში ტარდება დაბის და დეკანაშვილების ოლქში. აქ ერთმანეთს პირველ შემთხვევაში ენმ წევრი ლევან მახარაძე და გახარიას კანდიდატი ირაკლი ბოლქვაძე უპირისპირდებიან.

რაც შეეხება დეკანაშვილების ოლქს აქაც ნაციონალური მოძრაობის წევრი თენგიზ შანთაძე მმართველი გუნდის კანდიდატ ნადიმ დეკანაძეს გაუწევს კონკურენციას. ორივე ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 5513 შეადგენს. დღეს სულ ათი საარჩევნო უბანი იმუშავებს. ხმის მიცემის პროცესი ყველა უბანზე დარღვევების გარეშე დაიწყო

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში