10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 7,38% შეადგინა - ცესკო

30 ოქტომბერი 2021, 11:40 660 ნახვა

საქართველოს მასშტაბით 10:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა 7.38%-ია, რაც 154 163 ამომრჩეველს შეადგენს.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია და 9,2%-ს შადგენს. ყველაზე დაბალი აქტივობა 5.1% მცხეთა-მთიანეთში.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადება გაკეთდა კვლევით კომპანიებთან დაკავშირებითაც. ცესკომ მათ საარჩევნო კანონმდებლობის დაცვისა და ეგიტპოლების საარჩევნო უბნის გარეთ ჩატარებისკენ მოუწოდა.

"არჩევნების მეორე ტურზე აწარმოებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა .ამ ტიპის გამოკითხვები ყოველ წელს ხორციელდება და კვლევით კომპანიებს სრული უფლება აქვთ საარჩევნო უბნის გარეთ გაესაუბრონ მოქალაქეებს.  

კანონმდებლობით კენჭისყრის შენობაში კანონით დაუშვებელია ეგზიტპოლის ჩატარება, მოვუწოდებთ კვლევით კომპანიებს გააფრთხილონ თავისი წარმომადგენლები და დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები"- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში