ხმაური ბათუმის N9 საარჩევნო უბანზე

30 ოქტომბერი 2021, 12:22 877 ნახვა

ხმაური იყო ბათუმის მე-9 უბანზე. ბიულეტენების დალუქვის წესი დაირღვა, რაც კომისიის წევრებმა გააპროტესტეს. თავმჯდომარემ დალუქული ბიულეტენები იქამდე გახსნა ვიდრე ყველა კომისიის წევრი შეიკრიბებოდა.

შემთხვევის გამო  8 წთ-ის დაგვიანებით გაიხსნა უბანი და ადგილზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიულეტენები დალუქული გადაეცა, თავმჯდომარის ქმედება კი კანონდარღვევა იყო. აქ ბიულეტენები თავიდან გადაითვალეს და დაიწერა საჩივარი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში