არჩევნები 2021 - მეორე ტური

30 ოქტომბერი 2021, 18:07 650 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმში საარჩევნო უბნებზე 30 საჩივარი შეადგინეს, აქედან ოთხი საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგინეს. როგორც მირდატ ქამადაძემ განაცხადა, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული არიან ე.წ. ძველი ბიჭები. მისივე თქმით, ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ფულის გადაცემის ფაქტი დააფიქსირეს. მისი თქმით, აღნიშნულის ვიდეო მასალა აქვთ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში