ნურავის ნუ წაუცდება ხელი კანონდარღვევაზე, რადგანაც კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება თითოეული დესტრუქციული ქმედება - მამუკა წოწერია

30 ოქტომბერი 2021, 21:14 882 ნახვა

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საკუთარ ხმებს კანონის დაცვით დაიცავენ.

"ნურავის ნუ წაუცდება ხელი კანონდარღვევაზე, რადგანაც კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება თითოეული დესტრუქციული ქმედება და მცდელობა რამენაირად შედეგზე იქონიოს ზემოქმედება. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ, ყველა საარჩევნო უბანთან მობილიზებულია როგორც სამართალდამცველები ასევე ჩვენი აქტივის წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ ხმებს მყარად დაიცავენ", - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში