წინასწარი მონაცემებით ქედაში, დანდალოს მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების“ კანდიდატმა ოთარ ხარაძემ გაიმარჯვა.
ოთარ ხარაძემ დანდალოს მაჟორიტარული ოლქის მცხოვრებლებისგან 619, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, ევგენი ცინცაძემ კი 600 ხმა მიიღო.
ქედის #80 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მაჟორიტარულ ოლქში საჩივარი არ დაწერილა. რაც შეეხება აქტივობას პირველი ტურის აქტივობასთან შედარებით ნაკლებია.
1922 ამომრჩევლიდან უბანზე 1287 ამომრჩეველი მივიდა და საკუთარი კონსტიტუციური უფლება 64,8 %- მა გამოიყენა.