მეორე ტურის შედეგები - ქუთაისი

31 ოქტომბერი 2021, 20:55 1169 ნახვა

ქუთაისში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება "ქართული ოცნების" კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა მოიპოვა.

"ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

როგორც დეკანოიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქუთაისის 124-ვე უბანზე ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ კანდიდატებს შორის სხვაობას გადააჭარბა, რის გამოც ყველა ბათილი ბიულეტენის გადათვლას მოითხოვენ. მისივე განცხადებით, დისბალანსი 20 უბანში დაფიქსირდა.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ არცერთ ოქმზე დისბალანსი არ დაფიქსირებულა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში