ხულოში ხმების დათვლის პროცესი დასრულდა - წინასწარი მონაცემები

31 ოქტომბერი 2021, 00:18 1174 ნახვა

ხულოს ორ სამაჟორიტარო ოლქში დაბის და დეკანაშვილების ოლქში ხულოში ხმების დათვლის პროცესი დასრულდა.

წინასწარი მონაცემებით, ხულოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი დაბაში "გახარია საქართველოს" წევრმა ირაკლი ბოლქვაძემ მოიპოვა, ხოლო დეკანაშვილების ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი მმართველი გუნდის წევრი ნადიმ დეკანაძე გახდა.

დაბაში ირაკლი ბოლქვაძემ 342 ლევან მახარაძემ კი 252 ხმა მოიპოვა. დეკანაშვილების ოლქში ნადიმ დეკანაძემ 1191 ხმა მიიღო თენგიზ შანთაძემ კი 105. 

ათივე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 53,50% გამოცხადდა, რაც 2268 მოქალაქეს შეადგენს.

არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდა არ დაწერილა არცერთი საჩივარი. ორივე სამაჟორიტარო ოლქში 5463 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

54 ამომრჩევლის ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.

ხულოს ახალი საკრებულო 24 მანდატიანი იქნება. საკანონმდებლო ორგანო "ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობის", "საქართველოსთვის", "ლელოს" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებით დაკომპლექტდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში