ფუნდამენტური დემოკრატიული მოვალეობაა, რომ არჩევნების შედეგები მიღებულ იქნას და დემოკრატიული პროცესის ფარგლებში მუშაობა გაგრძელდეს - გერმანიის ელჩი 

31 ოქტომბერი 2021, 16:39 681 ნახვა

ფუნდამენტური დემოკრატიული მოვალეობაა, რომ მიღებულ იქნას არჩევნების შედეგები და მუშაობა გაგრძელდეს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ არის გარკვეული სისუსტეები საარჩევნო პროცესში, რაც ცალსახაა, რომ უნდა აღმოიფხვრას.

„საერთაშორისო დამკვირვებლებმა უკვე წარმოადგინეს თავისი შეფასება ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. მათ წარმოადგინეს ძალიან დეტალური, დიფერენცირებული და დაბალანსებული შეფასება, სადაც მათ დანახული აქვთ როგორც დადებითი მხარეები და გაუმჯობესება, ასევე ხაზგასმულია ჯერ კიდევ არსებული სისუსტეები. ცალსახაა, რომ ეს სისუსტეები უნდა იყოს აღმოფხვრილი და ნებისმიერი საჩივარი უნდა იქნეს განხილული შესაბამისად. ფუნდამენტური დემოკრატიული მოვალეობაა, რომ მიღებულ იქნას არჩევნების შედეგები და მუშაობა გაგრძელდეს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში. ასევე, მინდა მივულოცო ყველას, ვინც აირჩიეს მერის თანამდებობაზე და ასევე საკრებულოში, ვუსურვებ მათ წარმატებას, რათა გააუმჯობესონ და გააძლიერონ ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ იმუშაოს ყველა მუნიციპალიტეტთან აქტიურად საერთაშირისო პარტნიორების ჩართულობით“,- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში