უბნების ხელახალი გადათვლა

01 ნოემბერი 2021, 15:17 884 ნახვა

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისია 103-ე, 48-ე, 104-ე, 30-ე, 98-ე და 35-ე უბნის შედეგებს ხელახლა გადაითვლის, 7-ვე   უბანი კომისიის წევრებმა ლოტოტრონის პრინციპით  კომისიის სხდომაზე შეარჩიეს. წილისყრით გამოვლენილი  მთვლელები     დაითვლიან  როგორც ნამდვილ, ასევე ბათილ ბიულეტენებს.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად,  არჩევნების შედეგების დამაჯერებლობისთვის, ოლქებს დაევალათ  შემთხვევითობის პრინციპით 7 უბნის   გამოვლენა, გადათვლა და  შედეგების  შედარება, ემთხვევა თუ არა ის პირვანდელ მონაცემებს. ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო  კომისია  7 უბანის ხმების  ხელმეორედ გადათვლას  დღეს 17 საათზე ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში დაიწყებს. რაც შეეხება საჩივრებს, ოლქში სულ 21 საჩივარია შესული.   განხილვის ბოლო ვადა   3  ნოემბერია. ბათუმის საარჩევნო ოლქის ინფორმაციით, სულ ბათილი 2071 ბიულეტენია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში