უკრაინის პოზიციაა, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს ქვეყანაში, მაგრამ ბევრი რამეა დამოკიდებული საქართველოს მთავრობაზე, მიმდინარე მოვლენებზე - ლიზა იასკო

01 ნოემბერი 2021, 15:23 1316 ნახვა

რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება და მოცემული მომენტისთვის მას უკვე 20 კილოგრამზე მეტი აქვს დაკლებული.

მისი თქმით, უკრაინის პოზიციაა,რომ მიხეილ სააკაშვილი იქ დაბრუნდეს.

„სამწუხაროდ, ძალიან მტკივნეულია ყოველ ჯერზე იმის ნახვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება. სასურველია, რომ იყოს მხარდაჭერა და ხელისუფლების მხრიდან მოქმედებები სრულიად განსხვავებულია, რადგან უბრალოდ მოცდა, რომ ადამიანი გახდება ძალიან ცუდად, ეს ძალიან არასწორია და სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება საპატიმროში და ყოველდღიურად მისი მდგომარეობა უარესდება. ამის უბრალოდ ასე დატოვება არ შეიძლება. ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, არჩევნები მოიპარეს და ეს ძალიან მტკივნეული და უსამართლოა, მაგრამ თუ ამ ბრძოლას არ გავაგრძელებთ, ნამდვილად შეიძლება დავკარგოთ მიშას სიცოცხლეც და ზოგადად, მომავალიც კი. მე ძალიან მტკივა ამის ნახვა და საუბარი თუ როგორ ხდება ის ყოველდღიურად, სულ უფრო უარესად. მას ძალიან ესაჭიროება ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს გლდანის კლინიკა. ასევე, რა თქმა უნდა, საჭიროა პრეზიდენტის გათავისუფლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, საქართველოზე, უკრაინაზე, მის მდგომარეობაზე, ის უძლებს მაგრამ  ვხედავ, ამჯერად უფრო ცუდად გამოიყურებოდა. ყოველ ჯერზე უფრო ცუდად არის. ამ მომენტში შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და ეს ძალიან მძიმეა.  მან 20 კილოზე მეტი დაიკლო და აქვს ცუდი სიმპტომები. უკრაინის პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ გვსურს, ის დაბრუნდეს უკრაინაში, მაგრამ ბევრი რამეა დამოკიდებული საქართველოს მთავრობაზე და იმ მოვლენებზე, რაც მიმდინარეობს, ამაზე პასუხიმგებლობა საქართველოს მთავრობასაც ეკისრება“, – განაცხადა იასკომ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში