ვაქცინაციის ცარიელი კაბინეტები 

01 ნოემბერი 2021, 15:56 700 ნახვა

საქართველოში კოვიდ-19-ით კიდევ 44 პაციენტი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 2 ათასზე მეტი ადამიანი. მათგან აჭარაში 99. იმ შემთხვევაში თუ იმუნიზაციის ნიშნული საჭირო დონეს არ მიუახლოვდა, ქვეყანაში პანდემია ვერ დასრულდება და ყოველ ორ თვეში ახალ-ახალი ტალღა გვექნება - ამბობენ ეპიდემიოლოგები. ბოლო 2 კვირაზე მეტია ქვეყანაში ყოველდღიურად დაახლოებით 4 ათასი ახლადინფიცირებული გვყავს, ფიქსირდება გარდაცვალების საშუალოდ 40 ახალი შემთხვევა.

ჯამში პანდემიის დროს გარდაცვლილთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა.  ექიმები შიშობენ, რომ მალე საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლები ისევ აღარ იქნება. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ვაქცინა ხელმისაწვდომია,  კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია იმუნიზაციის მაჩვენებელი. გუშინ მხოლოდ ათას 402  აცრა გაკეთდა. თითქმის ცარიელია ვაქცინაციის კაბინეტები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში