ანი წითლიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

01 ნოემბერი 2021, 18:53 1096 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას წითლიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"მე არ ვიცი ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან, მოგეხსენებათ, ზუგდიდში ვარ. მაგრამ მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა. (არც მქონია, ისე ვიბრძოდი) "ქართული ოცნება“ უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო. დანარჩენზე ვისაუბრებ აქციებზე“,- წერს ანი წითლიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში