ბრძოლა იქნება უკომპრომისო, შევიტანეთ საჩივარი და ვითხოვთ გადაითვალოს ყველა ბიულეტენი - გიორგი კირთაძე

02 ნოემბერი 2021, 19:05 930 ნახვა

ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ბოლომდე, ბათუმმა კოალიციურ მმართველობას, სიძულვილის და ზიზღის ენის დასრულებას მისცა ხმა - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ აჭარის მთავრობის სახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

მისივე თქმით, შეტანილია საჩივარი, რომლის თანახმადაც ითხოვენ სამაგიდო სიების გახსნას და ბიულეტენების გადათვლას. 

"განსაკუთრებული მადლობა თქვენ და მადლობა ბათუმს. ბათუმს, რომელმაც ხმა მისცა კოალიციურ მმართველობას, რომელმაც ხმა მისცა სიძულვილის და ზიზღის ენის დასრულებას. ვერავინ იტყვის, რომ ეს არჩევნები "ქართული ოცნების" გამარჯვებით დამთავრდა. ერთია ცესკოს შედეგები, რაც დაგვიწერეს და მეორეა რეალობა, მე ამ სიყვარულს და ამ მხარდაჭერას ვგრძნობ ამ ქალაქში. ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ბოლომდე. 

ჩვენ სამართლებრივ ნაწილსაც მივყვებით, შევიტანეთ საჩივარი და ვითხოვთ თავიდან ბოლომდე გადაითვალოს ყველა ბიულეტენი და გაიხსნას სამაგიდო სიები. იქ არ გამოჩნდება დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა, ამის მიუხედავად დამარცხდა ბიძინა ივანიშვილი ბათუმში, როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში პირწმინდად იქნა მათი კანდიდატი დამარცხებული. ეს გამარჯვება არ იყო გიორგი კირთაძის, ეს გამარჯვება იყო ცვლილებების, იმ ცვლილებების, რომელსაც ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვუხსნიდით ჩვენს თანამოქალაქეებს,'' - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში