მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე სუსტადაა, ხვალ ჩაუტარდება კვლევები, რაზეც დაგვთანხმდა - ნიკოლოზ ყიფშიძე

02 ნოემბერი 2021, 23:55 1168 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ხვალ ექსპრეზიდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის მიზნით სხვადასხვა ტესტები ჩაუტარდება.

"მისი მდგომარეობა დღეს უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ გაუკეთდება ტესტები, რომელზეც ჯერ უარი იყო. ყველანაირი ტესტები გაუკეთდება, რაც ადრე გაუკეთდა, გავიმეორებთ. ვაპირებთ ტესტების გაკეთებას ხვალ და შემდეგ ანალიზებს. ახლა უკვე ორი კომისია გვაქვს, ერთი წინა კომისია და ახალი არის ალტერნატიული, შემდეგ ალბათ ყველას მოვიწვევთ ერთად და გავაკეთებთ დასკვნას. წნევის თამაში იყო, პულსი სხვადასხვა იყო დღის განმავლობაში. ციხის ექიმებთან ერთად, პრეზიდენტს ვთხოვეთ, ერთი ტესტის გაკეთების უფლება მოგვცეს, რადგან არ მოგვწონს მდგომარეობა, რაზეც დათანხმდა. ტესტების გაკეთება ძალიან კარგია ჩვენთვისაც და მისთვისაც. ჯერ ტესტები უნდა გავუკეთოთ ხვალ. მინდა, რომ ხვალ ის ორი ჯგუფი შევიდეს ექიმების, თუმცა ეს ჩემი ინდივიდუალური აზრია“, - განაცხადა ექიმმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში