საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი

03 ნოემბერი 2021, 10:54 941 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 818 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 58 291 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36 465, „პისიარ“ ტესტით – 21 826.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,33%, ბოლო 14 დღის – 9,13%, ბოლო შვიდი დღის – 9,46%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 732 965 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 673 640 გამოჯანმრთელდა, 10 185 კი, გარდაიცვალა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში