აჭარაში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა დადასტურდა 

03 ნოემბერი 2021, 10:55 806 ნახვა

3 ნოემბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 229 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 123 პირი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 114 საიდანაც: 6 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, აჭარაში 529. მძიმე პაციენტია 109, ხოლო  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 40 პირი.

1 091 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 686 - თბილისში, 206 - აჭარაში. 41 477 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 2.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 770 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში