ნინო ნიჟარაძე ჩაისუბნის ამბულატორიაში სოფლად ვაქცინაციის პროცესს გაეცნო

03 ნოემბერი 2021, 11:25 793 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილესთან მარი ზანაქიძესთან ერთად ქობულეთში, დაბა ჩაქვში ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებს დაესწრო და ჩაისუბნის ამბულატორიაში სოფლად ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

,,ვაქცინააციის ტემპი, როგორც სხვაგან აჭარაშიც შედარებით  დაბალია. ყოველდღიურად საშუალოდ 500-მდე დოზა ვაქცინა ადმინისტრირდება, ვაქცინაციის დაწყების დღიდან აჭარაში 220 000-მდე ვაქცინაა ადმინისტრირებული და სულ მოსახლეობის 33% გახლავთ ერთი დოზით აცრილი, ხოლო 28% ორი დოზით. ასევე იცით რომ ქალაქ ბათუმში სამიზნე მაჩვენებლის 60 % ზე მეტი პროცენტია უკვე აცრილი, მაგრამ სამუშაო რჩება მუნიციპალიტეტების მიხედვით, სადაც უკვე სოფლის ექიმების მიერ, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების დონეზე დაწყებულია ვაქცინაცია.

მოსახლეობის ინფორმირების ზრდის მიზნით და მათი ჩართულობის უფრო მეტი ინტენსივობის მიზნით აქტიურად ვაწარმოებთ შეხვედრებს მათთან თვითმმართველობების ჩართულობით.

ვფიქრობთ, რომ ტემპი უფრო მზარდი იქნება წლის ბოლომდე და მუნიციპალიტეტებშიც სამიზნე მოსახლეობის 60% იქნება იმუნური“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში