საქართველოს ნაკრები წლის ბოლო შეხვედრაში უზბეკეთს გორში უმასპინძლებს

03 ნოემბერი 2021, 10:08 530 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2021 წლის ბოლო შეხვედრას 15 ნოემბერს გამართავს. საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ჩვენი გუნდის მეტოქე უზბეკეთის ეროვნული ნაკრები იქნება. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება და მას გორი უმასპინძლებს.

მიმდინარე თვის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრა საქართველოსა და შვედეთს შორის ბათუმში გაიმართება, მატჩი 21 საათზე დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში