50 000 ადამიანის შეკრება არის ვირუსის პროვოცირების ერთ-ერთი ნაწილი - დევი ტაბიძე

03 ნოემბერი 2021, 13:40 762 ნახვა

სპეციალისტების შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კრიტიკულია. თბილისის  ექსპერტების განაცხადებით, უკვე დაიწყო გრიპისა და კოვიდის შემთხვევების თანხვედრა, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. 

„მოსახლეობას ამ ციფრებმა უნდა დაანახოს, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ ვირუსთან „თამაში“ და „ხუმრობა“ ნამდვილად არ შეიძლება. ყოველმხრივ არაორდინალური ვირუსია, რომელიც რომელ ახალ შტამს წამოიღებს კიდევ, ეს არავინ იცის. გარდა ამისა, არსებობს დღევანდელი მოცემულობა, რასაც სეზონური გრიპის ვირუსები ჰქვია და უკვე მოხდა მათი გადაკვეთა. სწორედ ამ ფორმით კიდევ მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა.

ჩემი აზრით, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა და არ ვიქნებით ორგანიზებულები, შესაძლებელია, ჩვენ მინიმუმ 7 000-ს ინფიცირებულსაც გადავცდეთ. ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა, მაგრამ რეალობა. ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით და ვამბობდით, რომ რაოდენობა გასცდებოდა 4000-5000 ახლა გაიზარდა და კიდევ გაიზრდება“,- განაცხადა ტაბიძემ  პრესკონფერენციაზე.

მისივ შეფასებით, რეგულაციების არდაცვისა და ვაქცინაციის დაბალი ტემპის ფონზე, მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას გარკვეულწილად ხელი შეუწყო.

''მე პოლიტიკური განცხადებებისგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავს შევიკავებ, რადგან არ ვარ პოლიტიკოსი, ვარ ექიმი, მაგრამ 100 და 50 ათასი ადამიანის შეკრება არის პროვოცირების ერთ-ერთი ნაწილი. ეს გადაწყვიტოს ხელისუფლებამ. ჩვენ მზადა ვართ მივიღოთ უკვე პაციენტები, რომელიც  გვიმძიმდება. რეალურად, პაციენტების მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება“,- განაცხადა ტაბიძემ.

მისი თქმით, ვაქცინაციის მაჩვენებელი იმდენად დაბალია, რომ მას შესაძლებელია "ნულოვანი ზღვარი" ეწოდოს. ექსპერტი ამბობს, რომ მოსახლეობისთვის აცრის იძულება სამართლებრივად არასწორია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში