ნიუ-იორკს აფროამერიკელი მერი ეყოლება

03 ნოემბერი 2021, 16:25 716 ნახვა

ნიუ-იორკის მერის არჩევნებში აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ყოფილმა პოლიციელმა ერიკ ადამსმა გაიმარჯვა. არჩევნებში მან ხმების 66,14% დააგროვა. ეს ნიუ-იორკის მეორე აფროამერიკელი მერი იქნება.

61 წლის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ძირითადი საკითხები საზოგადოების უსაფრთხოება, ნიუ-იორკის პოლიციის ბიუჯეტის შემცირება და სამუშაო ადგილების სამოქალაქო პირებისთვის გადაცემა იყო.  მისი კონკურენტი, რესპუბლიკური პარტიის წევრი, ორგანიზაცია გარდიან ენჯელის დამფუძნებელი კერტის სილვა იყო.

ეს ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივისტებისგან შედგება და კრიმინალურ ჯგუფებს ებრძვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში