სახალხო არტისტები და სპორტსმენები ბიუჯეტიდან ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ - მთავრობის დადგენილება

03 ნოემბერი 2021, 18:20 793 ნახვა

ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები ყოველთვიურად, სახელმწიფო სტიპენდიის სახით 600-დან 2 000 ლარამდე თანხას მიიღებენ.

შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი 2 ნოემბერს მოაწერა.

"სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებს ყოველთვიური სტიპენდია 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით დაენიშნათ.

სახალხო არტისტებს ან სახალხო მხატვრებს, რომელთაც იმავდროულად მინიჭებული აქვთ შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა ორივე წოდებისთვის განესაზღვრათ 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით..

ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისა და საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორებს დაენიშნათ ყოველთვიური სტიპენდია შემდეგი ოდენობებით: ვერცხლის მედლის მფლობელებს − 800 (რვაასი) ლარი;

ბრინჯაოს მედლის მფლობელებს − 500 (ხუთასი) ლარი.

საჭადრაკო ოლიმპიადაში გამარჯვებულს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი (ვერცხლის ან/და ბრინჯაოს მედლის მფლობელი), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვრა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვრა 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე,” - ნათქვამია დოკუმენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში