ქობულეთის "შუქურა" საკუთარ "ჩელე არენაზე" ბრუნდება

03 ნოემბერი 2021, 19:55 983 ნახვა

ეროვნული ლიგის კლუბი ქობულეთის "შუქურა" საკუთარ საშინაო არენაზე ბრუნდება. მიმდინარე სეზონში პირველ საშინაო მატჩს "შუქურა" "ჩელე არენაზე" 7 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ გამართავს.

"ჩელე არენაზე" სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კლუბმა სეზონის პირველი ნახევრის საშინაო მატჩები ზესტაფონში "დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე" ჩაატარა, ბოლო პერიოდში კი გუნდი საშინაო შეხვედრებს ფოთში "ფაზისი არენაზე" თამაშობდა.

ქობულეთში დაბრუნების შემდეგ კლუბი გულშემატკივრებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. პოსტში ნათქვამი თუ რა პირობით შეძლებს მაყურებელი შეხვედრაზე დასწრებას. 

"მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინის სრული დოზის ან უახლოესი 6 თვის განმავლობაში კორონა ვირუსის გადატანის დამადასტურებელი საბუთი, 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი. აღნიშნული შეზღუდვები ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც", - ნათქვამია "შუქურას"განცხადებაში.

ამ დროისათვის გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილ კლუბს 27 ქულა აქვს და ბოლოსწინა მე-9 ადგილზე იმყოფება.

ქობულეთის "შუქურას" და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩი 7 ნოემბერს "ჩელე არენაზე" 14:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში