გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა

09 მაისი 2016, 00:00 4651 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეროს პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები გრძელდება. პროექტის მეორე დღე ლექციებს ეთმობა. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და საჯარო მოხელეები პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და მოსწავლეებს სხვადასხვა თემაზე ესაუბრნენ. ლექცია პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილემ წაიკითხა. ცოტნე ანანიძის თქმით, ახალგაზრდები საკითხზე კარგად ინფორმირებულები არიან და მათი სურვილია ქვეყანაში უფრო მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის არსებობა.

ამავე კატეგორიაში