რუსთავის ციხესთან აქციის მონაწილეზე ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს 

04 ნოემბერი 2021, 11:49 1106 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან  აქციის მონაწილეზე თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავა. მათ წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით არის აღძრული.

''გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს - 1999 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, აქციიდან სახლში დაბრუნებისას, რუსთავში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს'' - აცხადებენ შსს-ში. 

გიორგი ბალხამიშვილს თავს გუშინ, გვიან ღამით დაესხნენ. როგორც ის ჰყვება, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აქციიდან მომავალს სამი ადამიანი დაედევნა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში