პორტუგალიის პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს

04 ნოემბერი 2021, 09:43 786 ნახვა

პორტუგალიის პრეზიდენტის საკონსულტაციო ორგანომ, სახელმწიფო საბჭომ, მხარი დაუჭირა პრეზიდენტის წინადადებას პარლამენტის დათხოვნის შესახებ, - ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პარლამენტის დათხოვნას, თუმცა ვადამდელი არჩევნების ჩატარების თარიღი მითითებული არ არის.

პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც საკანონმდებლო ორგანომ გასულ კვირას 2022 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი არ დაამტკიცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში