გარანტია, რომ საერთოდ გამორიცხულია დამატებით შეზღუდვებზე ვილაპარაკოთ არავის არ შეიძლება ქონდეს - გაბუნია 

04 ნოემბერი 2021, 12:46 907 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება უკონტროლო გახდა, დამატებით შეზღუდვებზე შიძლება ისაუბრონ. 

​თამარ გაბუნიას თქმით, ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ რეგულაციების გამკაცრება საჭირო არ გახდება. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე  არ გამორიცხავს, რომ ქვეყანას ეპიდსიტუაციის გართულებიდან გამომდინარე საველე ჰოსპიტლების გამოყენება კვლავ დასჭირდეს. 

''არის მთელი რიგი პარამეტრები, მათ შორის ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა, ინფექციის მაჩვენებელი, რაც ჩვენ საბოლოო ჯამში გვაძლევს რეგულაციების დაწესების უფლებას.  ვაქცინაცია და სხვა ყველაფერი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აღარ დაგვჭირდეს მკაცრი რეგულაციების, თუნდაც წერტილოვანი შეზღუდვების შემოღება.

თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკონტროლო გახდა... ბუნებრივია სხვა ქვეყნებმაც გამოიყენეს, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც დაბრუნდა მაღალი მაჩვენებელი და ახალი ტალღები ისევ შეზღუდვების რეჟიმზე გადავიდნენ.

იმის გარანტია, რომ საერთოდ გამორიცხულია დამატებით შეზღუდვებზე ვილაპარაკოთ არავის არ შეიძლება ქონდეს'' - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში