ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფისგან 18 წელს ზემოთ პირებისთვის ბუსტერის დაშვების რეკომენდაცია მივიღეთ - თამარ გაბუნია

04 ნოემბერი 2021, 12:47 583 ნახვა

თამარ გაბუნიას განცხადებით, მიიღეს რეკომენდაცია ეროვნული ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფისგან, რომელიც მხარს უჭერს „ბუსტერ დოზებით“ აცრას ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში 18 წელს ზემოთ.

მისივე თქმით, ვაქცინაციის საბჭო იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

„ამ დროისთვის ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილია დაახლოებით 3-4 ათასი ადამიანი. გუშინ მივიღეთ რეკომენდაცია ეროვნული ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფისგან (NITAG), რომელიც მხარს უჭერს „ბუსტერ დოზებით“ აცრას ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში 18 წელს ზემოთ, ნებისმიერი ვაქცინით აცრილი პირებისთვის. აქ შედის „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“. სამინისტროს ვაქცინაციის საბჭო იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა პირველი დადებითი რეკომენდაცია უკვე მივიღეთ“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში