დიდმა ბრიტანეთმა პირველმა კოვიდსაწინააღმდეგო აბების გამოყენება დაამტკიცა

04 ნოემბერი 2021, 18:16 1039 ნახვა

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ სამკურნალოდ მოლნუპირავირის გამოყენება დაამტკიცა. 

ინფორმაციას ქვეყნის მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო ავრცელებს. განცხადება ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი. მან ამ მოვლენას „ქვეყნისთვის ისტორიული“ უწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში