მთავრობა და კოვიდთან ბრძოლის ვერსიები

04 ნოემბერი 2021, 20:40 1142 ნახვა

კოვიდპასპორტების მთავარ მოწინააღმდეგედ სპეციალისტები მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ასახელებენ. ფიქრობენ იმასაც,რომ თუ  საპატრიარქო მრევლს აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს, ქვეყანა სერიოზულ შედეგს მიიღებს და  ვაქცინაცინირებულთა რიცხვს გაზრდის.  ვაქცინაციის პროგრამის გასაფართოებლად აგრესიული საკომუნიკაციო კამპანია იწყება, რომელიც დაახლოებით იმ რანგში იქნება, როგორც წინასაარჩევნო საკომუნიკაციო კამპანია.

კოვიდის გავრცელების შეზღუდვის მიზნით ე.წ. ლოკდაუნებსა და ტრანსპორტის შეჩერებას არ განიხილავენ, აქცენტი მწვანე პასპორტებთან ერთად წამახალისებელ კამპანიაზე კეთდება. სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი საქართველოში ამ ეტაპზე არ განიხილება. ასეთია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება. გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები კი ქვეყანაში რეკორდულად იმატებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში